პოეზია · ლირიკა
სონეტი 122 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)
შენს საჩუქარზე გადავწყვიტე ხელის აღებადა სურათს შენსას დაგიბრუნებ თავაზიანად,უსურათოდაც ცოცხლობს ჩემში შენი სახება,სამარადისოდ, უკვდავების თანაზიარად.იცოცხლებ, ვიდრე ჩემი მზეც არ ჩაესვენება,ეს ჩემი გული დაგიდგება ამის თავდებად.და მხოლოდ მაშინ, რის მოვკვდები, შენი ხსენებაცარარსებობის საუფლოში დაბინავდება.შენი ხატება გონებაში ძეგლივით დავდგი,უსურათოდაც კარგად ვიცი ჩემთვის ვინა ხარ,შენ ჩემში სახლობ და ამაზე უსაფრთხო ადგილსვერსად, ვერავინ, ვერასოდეს ვერ მოგინახავს.გიბრუნებ სურათს, ანდა სატრფოდ რატომ გსახავდი,შენს გახსენებას თუ სჭირდება სხვისი ნახატი?!