↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 123 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
დროო, უდროოდ ნუ იქადნი შენ ჩემს ცვლილებას,არც ახალია ეგ ქადილი და არც ძველია...თვით პირამიდაც, რაგინდ სდევდეს ჟამთა დინებას,მაინც წარსულის ზმანებათა სამოსელია.დღემოკლენი ვართ და მიტომაც ასე გვგონია,მხოლოდ ჩვენ გვესმის საოცარი შენი ზღაპარი,რომ წუთისოფლად დაბადებას აზრი ჰქონიადა ჩვენ გვეკუთვნის ეს სიცრუის თავშესაფარი.მაგრამ მე ვხედავ, რა მუხთალიც გიპყრობს ზრახვები,სხვების დათესილს როცა იმკი სხვაგან მოსავალს,რა შემზარავი მაცდურობით დაგვენახვები,სიკვდილის გარდა, რომ ვერ ვპოვებთ სხვა გამოსავალს.მიტომაც ვფიცავ, სიცოცხლე რომ ჩაივლის მთელი,ვერ შემცვლი ვერც შენ და ვერც შენი სიკვდილის ცელი.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი