↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 124 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
სამეფო კარზე არ შობილა ჩემი ტრფიალი,ამიტომ ჟამი მის ბედ-იღბალს ვეღარ განაგებს,ვერც ყვავილივით გაახარებს ბედისტრიალი,ვერც სარეველა ბალახივით გააჩანაგებს.ჩემს სიყვარულთან რა ხელი აქვს მაცდურ ბუნებას,შემთხვევით ხომ არ გაჩენილა ტრფობის ნათელი,არც სიღარიბე აკვირვებს და არც ფუფუნება,ვერაფერს აკლებს ჟამთასრბოლის კორიანტელი.ყველა მთავრობამ მის წინაშე თავი დახაროს,სამეფოს ძალა დღეს რომ ბრწყინავს, ქრება მაშინვე,ცალკე სიმაგრედ აღმართულა ტრფობის სამყარო,არც მზეს თხოულობს, არც ნიაღვრის ზათქი აშინებს.არამზადებო, ალბათ, თქვენც კი დამერწმუნებით,ვინაც სიცოცხლე გაატარეთ ცოდვა-ცდუნებით.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი