↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირიმზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
დავიწყებული ჭიშკრის კარბაზეხავსი, ყავრები და წვიმის წვეთი!გაჰქრა ათასი თეთრი დარბაზი,გადარჩა მხოლოდ ცამეტი სვეტი.
კუბო კი ღამით სავსეა იითდა წაქცეული სვეტები დგება:ამოდის მთვარე და სამაიითფერმკრთალ ქალების მიმოდის წყება.
ცეკვავს სამეფოდ ნაქარგი ქოშიდა ხელსახოცთა ქრიან ზღაპრებიდა მეძახიან მშვიდ სამეფოშიმთები, სიზმრები და წინაპრები.
დილით დამჭკნარი არის ბალახი...ზედიზედ ისევ ეცემა სვეტი.გაიყვეს ძმებმა მოხუცი ბაღიდა მწუხარება დამრჩა ასეთი.
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი