↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 120 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21573 ნახვა

—
შენს აუგ სიტყვებს მე მოყვარის გრძნობით განვიცდიდა ამ გრძნობასთან ჩემი წყენა მონაგონია,ვით დამნაშავე, ქედს რომ გიხრი, ნუთუ არ იცი,შენ ჩემი გული ქვა და რკინა ხომ არ გგონია.ნუთუ გწადია, მეც შენსავით გავყვე ცხოვრებას,მეც მოვიძიო მოყვასისკენ გზა უკეთურიდა ყველა წყენის საუკუნო დამახსოვრებასმეც მოვადევნო შურისგება ჯოჯოხეთური?!ნუთუ არ გახსოვს შენ იმ ღამის გრძნეული სევდა,როცა ერთმანეთს შევალიეთ სული ფერებითდა დავიამეთ სატკივარი, რაც კი რამ გვდევდა,მაცოცხლებელი სიყვარულის მშვენიერებით.მე პატიებით განგაშორე ცოდვა ყოველი,ახლა სანაცვლო პატიებას შენგან მოველი.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი