↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 12 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21578 ნახვა

—
როდესაც ვუსმენ, როგორ მითვლის საათი წამებს,როდესაც ვნაღვლობ საცოდავად დამჭკნარ იაზე,როდესაც ვხედავ განთიადით გამაძღარ ღამეს,ან ვფიქრობ მავან ერთდროს გიშრის ნაწნავიანზე,
როდესაც ირგვლივ უფოთლებო მოჩანს ხეები,რომელთა ჩრდილში ერთდროს ფარებს ჰქონდათ ბინები,როდესაც ზაფხულს დასწრეტია სიუხვეებიდა გზას ადგანან წარმავლობის ბალდახინები,
მე სწორედ მაშინ მახსენდება შენი მშვენება,მაშინღა ვხვდები, რომ სიცოცხლე მხოლოდ ბანგია,შენს სიყმაწვილეს რომ დროებით მოსვლა ენებადა წუთისოფლის ბილიკებზე გასაფლანგია.და რადგან არვის შეიბრალებს სიკვდილს ცელი,დატოვე შვილი, როგორც ხსოვნის ერთგული მცველი.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი