↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 119 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
რა შხამი მასვა სიყვარულმა?! ან რა სამსალადამალევინა ჯოჯოხეთურ ცრემლთან ნაზავი?!შიში იმედზე და იმედი შიშზე გაცვალა,რომ გამარჯვებულს მარცხი მეგრძნო უზარმაზარი.შეწყალების წილ რას მთხოვდა და რას მავალებდა,რა ნეტარებას მიმზადებდა, ცოდვის მაგიერს?ჩემს თვალებს სატრფოს კვალდაკვალ რომ აწანწალებდა,მიტომაც თვისი საბუდრები გამოანგრიეს.მაგრამ სიავეს თურმე მადლიც უხვად ჰქონია,ბოროტებაში მე უკეთესს ჩავწვდი სიმართლეს –სიყვარულის ხე როცა ყველას მკვდარი ჰგონია,უცებ ცოცხლდება და მეტ ზაფხულს გადაიზამთრებს.დღეს სიყვარული მიტევების ღიმილს მაგებებსდა დანაკარგზე სამჯერ მეტად ვპოვებ სარგებელს.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი