↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღმერთი ფარავდეს!

ბერეთელი ნუკრი

2026-07-181 წთ საკითხავი5072 ნახვა

—
ხვალ-ზეგ კახეთი მინდა დავლაშქრო,მინდა დავკოცნო გომბორის კალთადა ალაზანი პეშვით დავაშრო,მერე შევჩერდე შეღებულ კართან-
დავეცე მუხლზე მიწად ალავერდს,ხელაპყრობილმა ხმამაღლა რომ ვთქვა:ღმერთი ფარავდეს, ღმერთი ფარავდეს,ღმერთი ფარავდეს ირაკლის მოდგმას!
მინდა ეგ ზვრები შემოვიარო,გუშინ რომ მოსკდა მტევნების დელგმა,მერე კი გული ამიფრიალოსჰარულალოთი კახელმა გლეხმა.
მინდა, მაგ მთების გავხდე მზვერავი,ბევრ შაჰს და სულთანს რომ ჩაჰყვა დარდად.ვერ იბოგინოს დღესაც ვერავინქართულ მიწაზე, ქართველის გარდა!
ყველა ხე თითქოს მონუმენტია,ღვთისგან დადგმული საძმო საფლავთან...მთებს გულში დარდი არ დაეტიათდა წყაროებად წამოწანწკარდა.
დავდგები მუხლზე მიწად ალავრდს,ხელაპყრობილმა ხმამაღლა რომ ვთქვა:ღმერთი ფარავდეს! ღმერთი ფარავდეს!ღმერთი ფარავდეს ირაკლის მოდგმას!
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი