↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღალატი

ბერეთელი ნუკრი

2026-07-181 წთ საკითხავი5070 ნახვა

—
ჩემი მიტოვება ახლა ღალატია!ასე გულშიშველას ხომ არ მიმატოვებ?!აქ არც ტკივილია, აქ არც ჯალათია,აღარც სიკვდილია... მხოლოდ სიმარტოვე...
ძნელი წარსულისკენ ვეღარ მივბრუნდები,ვერც წინ-უფსკრულისკენ ვეღარ გავიხედე.გზები, ბეწვის ხიდზე ბაწრით მიბმულებიოცდამეჩვიდმეტედ მგონი გადიკვეთნენ.
მთვარე უიღბლობით ბევრჯერ გავაოცე.სულში კაკტუსებიც აღარ იზრდებიან.ახლა ყინვებია მთვარის სანაოზე,სულის სანაოზეც დიდი ყინვებია.
მზე კი დაბზარული ოქროს ბადროა და(ამ ლექსს, რომ შემეძლოს, სულშიც ამოვხევდი!)გული ეჭვის ჭიდან ლამის ამოვარდა,შენს ზურგს მოტმასნილი მთვრალი გამოხედვით...
კიდევ ეჭვი მინდა?! სულ არ გეცოდები.თუმცა, "შეცოდება" რაღა სათქმელია!უკვე შეცვლილია თურმე მეთოდები:ღამით "ტუსოვკა" და დილით- "პახმელია".
მე კი "მუხამბაზებს" ვეღარ ჩამოვშორდი,ყელი ახლაც მეწვის, მათალშენახები...მოდი, შენი ხელით მაინც ამომშანთე,გულზე ამოზრდილი ძველი ვენახები!
მერე უგულობაც ნუღარ გაგაოცებს.(ესეც განწირული სულის ღაღადია!)დიდი ყინვებია სულის სანაოზე.დღეს არდაბრუნებაც უკვე ღალატია!
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი