↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქირომანტი

ბერეთელი ნუკრი

2026-07-182 წთ საკითხავი5073 ნახვა

—
დედის ფეხებთან მიწოლილს ჰგავს ესფთილა ღრუბელი_ პატარა ბატკანს.მოკლდება ჩემი სიცოცხლის ხაზიყველა უშენო დღით, როგორც... რა ვთქვა...
გიორგობისთვის დღეები, როგორც;როგორც სოფლის გზა, რომელშიც, იცი_ვიღაც სულ გელის_ ფერებით ზომოს,რომ მაგ თმის სიგრძე და ხელებს მიწის
სითბო და სუნიც ექნება მიწის.შენ კი ქალაქის ძველ ქუჩას შერჩი.ახლა ეს ლექსი ხმელ მკლავზე მიწევსდა გული აღარ მეტევა მკერდში.
და ზოგჯერ, როცა შენი გაბუტვამაფორიაქებს (არადა, რისკიმიყვარს) და როცა ვდავობთ ამურთან,შენ თვალი გრჩება უჩემო გზისკენ;
მე გული მრჩება მოხურულ კართან,რომლის იქითაც შენ დგახარ. უძლებცდუნებას_ უკან მობრუნდე. კალთავერც დედის გშველის, რადგანაც უძღებ
შვილებად მხოლოდ დედები გვთვლიან,როდესაც მამებს საბანი თბილიახურავთ (მიწის)... და ისეც გვიანგაჩენილ შვილებს რაც გვრჩება: "კბილი
კბილის წილ!"_ გავცრათ ჩახლეჩილ ხორხებსდა საუკუნეს_რუხი მგლის დამღით_გავუყვეთ, სულაც მუხლებზე ხოხვით.რაც მთავარია, არ ვიგრძნოთ დაღლა:
წვიმაში, ქარში, თოვაში, მზეში,ტრანსპორტში (ყვითელ), მიწის ქვეშ, სულაც.რომ არ დავკარგოთ ცხოვრების გეში,რომ დავიჭიროთ კბილებით სული
როგორმე; სული_ ფაქიზი ერთობ.(დღესაც თუ რამეს "ფაქიზი" ეთქმის")რომ ისე ხშირად წამოგვცდეს: ღმერთო!_მეორედ იშვას მიწაზე ღმერთი.
და მე ერთ დილას დავიწყებ შენით.მშვენიერ დილას_ მინდა, ვთქვა ასე.და ჩემი სახლის ახდილი ჭერიიქნება შენი სიმშვიდით სავსე.
მანამ კი ნედლი კუნძივით ვბოლავ,ამოვარდნილი გული კი მაზის_მხარზე ჩიტივით... და მოდი, თორემმოკლეა ჩემი სიცოცხლის ხაზი.
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი