პოეზია · ლირიკა
უნდა წავიდე
აჰა, შენგანაც მივდივარ! მადლის წრიაპზე ვკიდივარ,გინდივარ თუ არ გინდივარ-უკვე ვერაფერს ვერ ცვლის.ჩემს მთებში მთაზე დიდი ვარ, შენს ბარში-ყველას "ვკიდივარ",ჩამწყდარი ბეწვის ხიდი ვარ და დაბნეული ვერცხლი...
იცი, თვალს რატომ გარიდებ?-რომ დამივიწყო ხვალიდან.მე გაღმა უნდა გავიდე, უნდა გავიდე აწი!წამყვება ბევრი ვალი და კურცხალი შენი თვალიდან...ჩემს ორღობეში რა გინდა, შენი ბილიკით გასწი.
ბოგას გასული გეტყოდი: მთელი ცხოვრება გეტრფოდი,მთელი არსებით გეტრფოდი, ხშირი სუნთქვით და ფეთქვით.ჩემგან სხვა რამეს ელოდი? შენი ხასხასა მდელოთი,შენი თვალების ჩეროთი დავიბენი და... ვერ ვთქვი.