↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პენტავდა ქარი

აჯიაშვილი ჯემალ

2011-04-121 წთ საკითხავი2007 ნახვა

—
პენტავდა ქარი თოვლს და ღრუბელს, და საპენტელამგლებს მილალავდა საცხოვარში, ცხოვარს სამგლეში,თავს იანგლებდა მასხარასთან ვიღაც ბენტერა _იმ მასხარაზე უფრო ყბედი და უანგლესი.მზეს კი, _ თითქოსდა დედამიწას გადაემტერა, _დავიწყებოდა გაზაფხულის ბოლო ანდრეზი,ბნელ ნასაყდრალთან მიმჯდარიყო სოფლის ტერტერადა დევის ქალთან ნებივრობდა ვირი ტანტრესი.ვინ დაგიდევდათ მზეს და მნათობს: ბევრიც გეძებნათ,კვარს ვერ ნახავდით დედამიწის წასაქეზებლად;ან ვის ახსოვდა მოძმის შველა და გზა უვალი,მხოლოდ ზეცაში _ ყოვლის წიაღ, ღრუბლის ჩრდილობთან, _ჩამომჯდარიყო გულშეძრული მამა-უფალიდა, დაღვრემილი, დედამიწის დახსნას ცდილობდა...
აჯიაშვილი ჯემალ

აჯიაშვილი ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი