პოეზია · ლირიკა
იერემია
`ხმა ისმის შიშველ გორაკებზე, განდგომილთა საწყალობელი ხმა...~იერემია წინასწარმეტყველიროგორც სჩვევია, იქედნურად მოდგა იქედნე,მერცხალს სიმერცხლე დაავიწყა, ქედანს სიქედნე,ვხედნე და ვხედნე მისი სული, ჩემიც ვიხედნედა, როგორც იქნა, სიყვარული შემოვიკედლე.მაგრამ რასაც კი გავეკარე, ხელი დავადე, _ვისთან ვილმე და ვივაჟკაცე, ვისთან ვიდედლე, _ყველგან დამიხვდა სურვილების სიფუქსავატედა სიკეთისთვის შემართული ყორნის სითეთრე.ჟამი ჟამს ერთვის _ უსინათლოს და უპატრუქოს, _რომ ბედით გზებზე გვაცოდვილოს, გვაუბადრუკოს;მოდის მოძულე, უსირცხვილოდ ხელებს გვილოშნის,ცოდვის ბურანში იძირება უფლის სავანე,ქარებს მიჰყვება დაბნეული ხმა გვირგვინოსნისდა საყდარს აკრთობს მლოცველების ჰარი-ჰარალე...