პოეზია · ლირიკა
* * * ცის შვილობილი, ქვეყნის შვილი, შვილი ნატრული
ცის შვილობილი, ქვეყნის შვილი, შვილი ნატრული -ცხელ ფილაქანზე მიბაკუნობს თეთრი თიკანიდა თიკნის კვალზე - კმაყოფილი და გაბადრული -მიდის პატრონი - მისი დოსტი და ოსტიგანი.
ქუჩებს დარაჯობს გულმოდგინე ჩვენი პატრული,ჰა, უეცარი მუტაციის უტყვი ნიშანი -ჯვაროსნის ხმალი, მეჩეთებთან ჩალმა თათრული,ბაღდადის ხურმა, ჩაიხანა და დოსტიჯანი.
წაწალს წაწლობა ალამაზებს, ბაზარს - ბაზრობა,ბაღდადის დუქნებს - დახლიდარი და ქარვასლობა;ვარგი და მარგი - ყველაფერი ფეხქვეშ გაიდეს,
ჩაიძიებ და სინანულით ჩაგვეტირები,რომ პატრულების შეუპოვარ სიმუყაითესცვლის ეგზოტიკის ქარაფშუტა გაკვეთილები...