პოეზია · ლირიკა
* * * იღვიძებს სფინქსი
იღვიძებს სფინქსი, სისხლის ტბორი ცას შერევია,იწვის ცარგვალი, – რაღაც ხდება ძველ აზიაში, –გახედავს ქალაქს შაოსანი ვინმე დიაციდა უცნობ ბექზე ატირდება იერემია.
ცად კი, თითქოსდა ანთებული იელებია, –ბრუნავს ხომლი და მთვარიანში ისმის გნიასიდა ცრემლიანი ოცნებები ესაიასიკვლავინდებურად შემოდგომის ქარში ქრებიან.
მზე მაინც ნათობს, იხარჯება სანთლის ღერებად,თუმც სიკეთის ბჭე უკეთურმა უკვე შეხურა,წყავს საწყაული, – იწონება ნაკლიც, მშვენებაც,
დრო კი ძველ ქუჩებს მიუყვება ოჩოფეხურად.და გაზაფხულის გულუბრყვილო ამომღერებასკვლავ ნაღვლიანად ელოდება ზამთრის ბეღურა...