პოეზია · ლირიკა
ადამი
"და გამოაძევა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინამიწა, რომლისგანაც შექმნა. და შეიცნო ადამმა ევა..."ბიბლია
ეს მე ვარ _ ადამ: ვნებით მთვრალი, მთვრალი ევათი,ხელში მიჭირავს მწიფე ვაშლი, ვაშლი სარტოვედა მომაქვს წლები _ მძიმე ჯვარი და სიმარტოვე _წლები, რომლებსაც სამოთხეში უქმად ვწელავდი.წინ მიდევს ტევრი _ გაუვალი, გაუღწევადი,ძირს რომ დამეც და მარტოობის ტორით დამტორე, _ო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ დამტოვე,რისთვის დამაჭდე სევდიანი ფიქრის სევადი.ნეტავ, ჩაგეხშო ჩემი ტანი და ჩაგეკლიტა,ცოდვა არ გეშვა თავგასული ჩემი ნეკნიდან;გაღმით ცა დამცქერს _ მოხატული შენი თითებით,სიკვდილის ბინდით ამთავითვე დანაბინდი ვარდა ვილტვი, ვილტვი განკიცხულის გაბედითებით,მივდივარ, მაგრამ, ღმერთო ჩემო, საით მივდივარ?!