პოეზია · ლირიკა
*** "წლები"
წლები, რომელიც სადინარმა შესართავს შერთო,კვლავ დიან წრიდან გასაღწევად და გასაკრეფად,ჩამომხობილა ზეციური ბანი და ერდოდა ფრთები ჩვეულ სიმსუბუქეს გრძნობენ ნაკლებად.ალბათ, სანთელი სასახლეში დროებით ენთო, _გადაქცეულან სივრცეები რკინის საკნებად,მხოლოდ შენ იცი ერთადერთმა, უფალო ღმერთო,რა ძვირად უღირთ ანგელოზებს ეს გასაგნება.ყოფიერების მარწუხებში უნდა გავება, _კვდება სიცოცხლე უოცნებოდ და უკვდავება;და სულიც _ ზეცას მოწყვეტილი და ქვადქცეული _ხდება მსახური ქვეყნიური ზნის და ადათის, _სიმკვრივეს ერთვის ხელოვნება _ ბავშვის სხეულიდა ღმერთის ნაცვლად ხელოსნების ხელში გადადის....