↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "სისხლიან ქორწილს"

აჯიაშვილი ჯემალ

2010-07-121 წთ საკითხავი2011 ნახვა

—
სისხლიან ქორწილს არც თავი აქვს, არც დასასრული,სისხლის წყურვილი ეძალება გამხმარ ოლესაც,გამოვა ბნელში ქონდაქარი პირგაბასრულიდა საყდრის კედლებს უცოდველთა სისხლით მოლესავს.მზეს შეჰფოფინებს სიყვარული მზისკენ დაძრული,კვლავ ემზადება საოცნებოდ, მაგრამ როდესაცგულგანგმირული დაეცემა მისი მაჯნუნი,გულს შეუღონებს სისასტიკე ჩვენს ბარონესას.ქანაობს მსხვერპლი შებორკილი, წელში წახრილი,ფორთოხლის ბაღთან საფლავია და მიწაყრილი;კვლავ დუღაბდება გალავანი ქვად და ცემენტად,სისხლით დატბორილ დილეგებში ისმის განგაში,იგივ ლანდი ძრწის გულშემოყრილ ნათლისმცემელთანდა ვიღაც გმინავს მარადიულ ლუბიანკაში...
აჯიაშვილი ჯემალ

აჯიაშვილი ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი