პოეზია · ლირიკა
*** "ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან"
ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდანრაღაც ხუთი თუ ექვსიოდე წელი გავიდა,მაგრამ უეცრად სამყაროში გაჩნდა ნაპრალი _ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან;სამკლად სხვა მინდვრებს სთავაზობენ ნადს თუ მამითადს,სულ სხვა ჯიში და მოდგმა მოდის _ დედით, მამითაცდა სხვა მზით ცრუობს შემოდგომის დღე შესაბრალი _ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან;მალე გახვალ და გამოღმიდან გაღმა გამიტან _ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან;სხვა დღე იბარტყებს, სხვანაირი მზით და ბარტყებით _იჭვით, იმედით, წარღვნის წყლებით და ცისარტყელით, _ეს ჩამჩურჩულა მომაკვდავმა ჩემმა მამიდამ _ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან...