პოეზია · ლირიკა
*** "ნაზამთრალ ზეცას"
ნაზამთრალ ზეცას მორღვეოდა ნისლის საკინძე,ცაცხვებში სხივი ცრიატებდა _ მკრთალი და ციდადა გაზაფხულის ნაადრევი სიმამლაყინწემრავალჭირნახულ შემოდგომას ნერვებზე შლიდა.მზე იღვიძებდა _ ნათლიერის თვითნაბადი მზე _და სოფლის ყველა ბინადარი _ გარე თუ შიდა _ხედავდა, როგორ ეცემოდა ნაცნობ ბაგინზესიკვდილმისჯილი ანგელოზი _ ჩუმი და წმიდა.ლამობდა სული _ ავეტაცე, ალმად ვჭეროდიდა ზეცის კართან მივებჯინე მთის კენწეროთი;რა ფუჭი იყო მისი ფრთონვაც, მისი ფაფხურიც, _ელავდა ცელი _ სიკვდილივით ცივი და მკაცრიდა პროცესიას მიჰყვებოდა მზე გაზაფხულის,ვითარცა უცხო სინამდვილის ფერმკრთალი ასლი...