პოეზია · ლირიკა
*** "კრთოდა ველი და ფიანდაზი"
კრთოდა ველი და ფიანდაზი _ ველზე ნაფენიდა დღის ნათელიც უჩვეულოდ მკრთალი მეჩვენა,დილას თან დევდა შეღამების თანანადები,მაგრამ რატომღაც ძნელდებოდა მისი შეჩვევა.ვიდოდა ჟამი ნელი კვდომით და დაბადებითდა მზე, რომელიც აღსავლიდან დაღმა ეშვება,ცხრებოდა, როგორც გადამქრალი ცრემლის ნათელიდა იმ ნათელში სიყვარულის ხატი ესვენა.ბერავდა ქარი ნაღვლიანად და უხალისოდდა სათნოება ქცეულიყო ქვეყნის სალიზღოდ;იქ კი, მთის გაღმა _ საუკუნო ბინდის წინარე, _სადაც მზე მიჯნავს სააქაოს საიქიოდან,გარეუვლიდა წუთისოფელს სევდის მდინარედა მდინარეში უკვდავების წყალი დიოდა...