პოეზია · ლირიკა
*** "კმარა"
კმარა, ულისევ, ნუღა ფიქრობ შენს ითაკაზე, _ქარს გაატანე ძველი ხსოვნა წყალთა, მდელოთა,სადაც ოდესღაც მშობლიური კერა გელოდა, _კმარა, ულისევ, ნუღა ფიქრობ შენს ითაკაზე.დათმე წარსული, _ ალამდრობა და სითავკაცე, _კვლავაც მოგელის ცისკრის ბრწყინვა, მწუხრის ბნელობადა ეზოს ჩრდილში მოთმინებას ქსოვს პენელოპა, _ნუ ფიქრობ, ძმაო, კვლავ ნუ ფიქრობ ძველ ითაკაზე.ტოკავს თავი და შესართავი, ბრუნავს დრო-ჟამიდა ტროას კართან გელოდება სპა აბჯროსანი;ხსოვნის ფურცლები აქერონის ქარმა დახია,მაგრამ ჩვენს გზებზეც იგივ ნგრევა და პარტახიადა ისევ მოაქვთ ჰექტორისთვის ცინკის საკაცე, _კმარა, ულისევ, ნუღა ფიქრობ შენს ითაკაზე...