↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ისევ ინათებს"

აჯიაშვილი ჯემალ

2010-07-121 წთ საკითხავი2014 ნახვა

—
ისევ ინათებს, შეტოკდება ჭავლი წყაროსი,კვლავ შეაჭირვებს ჭიანჭველას რწყილის ჯაგარი,ხელს გამოიღებს ხელსაქმისთვის ეს მაჯაგანიდა მიწის შვილებს წარუძღვება ცის ავგაროზი.ისევ გაქუსლავს ულუმბოსკენ ჩვენი სალოსი,მტკვარში აშუღებს ჩაეღვრებათ ჰანგი ჩაღანის,ზღვას გადმოლახავს დიდოელი ნაყაჩაღარიდა საწყალ ფატმანს დააცხრება გულანშაროში.და მზეც, _ რომელიც ბოროტებას ხელ-ფეხს უბორკავს, _ისევ იმ მადლით დაადგება ნაცნობ ზუბოვკას;ქვაც კვლავ იგორებს, ქარიშხალიც ისევ იქროლებს,კვლავ ამღერდება შემოქმედის ლაღი ოცნება,ისევ ჩამოქნის რუსთაველი უკვდავ სტრიქონებსდა დიონოსი ღრუბლებიდან დაემოწმება...
აჯიაშვილი ჯემალ

აჯიაშვილი ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი