↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცეცხლი ქუთაისში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
გუშინ რა ცეცხლი სწვავდა ქუთაისს!დღეს რომ ტფილისსაც სწვდეს იგივ ალი,ჩვენი გული გრძნობს ცეცხლიან მაისსდა ცრემლებს მაინც არ დაღვრის თვალი.გუშინ რომ ღარიბ მოსახლეობასგაუნადგურდა კერა და ნიში,დღეს რომ იგივე დაატყდეს ტფილისსჩვენს გულში მაინც არ შევა შიში!ჩვენ მივაშურებთ ღარიბ სადგურებსგულში არ იქნას ღელვა და კრთომა.რასაც დღეს ცეცხლი გაანადგურებს,ხვალ გულდაგული აღადგენს შრომა.გუშინწინ რაღაც სხვაზე დავიწყეთეხლა კი მასის გრგვინვა გაისმა:კერძო დარდები, სიგულმავიწყეგადაგვავიწყოს ათმა მაისმა!..გვესმის შენი ხმა და გაფიქრებაო, გადამწვარო სახლო და შროშა,რა თანაგრძნობით შენს წინ იხრებადღეს პოეზიის მაღალი დროშა.ჩვენ მივაშურებთ დამწვარ სადგურებს,გულს არ ჩაიდო შიში და კრთომა,რასაც დღეს ცეცხლი გაანადგურებს,ხვალ გულდაგული აღადგენს შრომა.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი