პოეზია · ლირიკა
სხვისი ბავშვობა
ქარია, ქარია ფანჯრებთან,აწვალებს ამ ფოთლებს- მოჰიკანებს...შეცივდა,-საათიც გაჩერედა,ქარებმა ზამთარი მოიყვანეს.
ცოტა ხნით უნდა შევეკედლოთ,მაგ ქვისგულიანს და გრძელღამიანს;-ნახირი ბაგასთან შერეკეთო,ამაღამ- ბებია პელაგიამ.
მთებს უკვე დაჰხურა ფაფანაკი,ხვალ სოფლებს მოწვდება, მოხატულებს.პერანგით და მისი ამხანაგითბაბუ საწოლისკენ მოფრატუნებს.
ხვალ თუ ზეგ დღესასწაულია,ბაბუა ზღაპრობს და შაირობს.ვაი, რომ ამ დღეებს ჩაუვლია,უჩემოდ ჩაუვლია, ვაი, რომ...