↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მივდიოდე მგზავრი

ქადაგიძე ნინო

2013-01-131 წთ საკითხავი6069 ნახვა

—
შენი შავი პერანგისგანშემიკერე აბგა,დამ თუ გკითხოსრატომ ჭრიო,მე რომ გთხოვე,არ თქვა!ჩამილაგე: ჯერ შენი თმა-მთვარის ერთი ღერი,მერე შუბლი - პურის ყუა,ვერცხლის მაკრატელი.ცრემლისათვის გამატანეშენი ღრუბლის ფთილა,წირვისათვის გამაყოლეშენი სოფლის დილა,(თიკანივით რომ აცეტდა,რომ ჩამოჩა არვეს)დარდის მთა გადავიარედარდის გზები გავვლე...სიზმრისათვის გამატანეშენი ეზოს წყალი,ძილის სულს რომ მინამავდეს,ვერ ვახილო თვალი.მე რა გთხოვე?პერანგისგან შემიკერე აბგა,კუდიანმა ვარსკვლავებმასურვილებად გამთქვან.გამატანე ჯერ შენი თმა-მთვარის თეთრი ღერი,შენი შუბლი-პურის ყუა,ვერცხლის მაკრატელი...მივდიოდე განა შენგან,მივდიოდე შენით.
ქადაგიძე ნინო

ქადაგიძე ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი