პოეზია · ლირიკა
ყინულის კარი
ჩვენ გავებუტეთ ერთმანეთს გუშინ,მას მერე მიჭერ დუმილის არტახს.ცას მოერია ფერები ლუში,მიწამ ძაძების დაიწყო გახდა,გათენდა, ანუ_ მარტივად რომ ვთქვათ.მარტივად რომ ვთქვა, დამთენთა ისეშენი სახელის მთელ ღამით ბოდვამ...და უშენობის სუსხი და ნისლიამივსებს ფილტვებს. როცა მზე გავასამ შუბისტარზე, დამშუბავს ეჭვი,რომ შენ გერქმევა ვიღაცის დამა...და წყვილ ნაბზარში მარცხენა ბეჭისგამივლის ქარი!_ სამგორულ ყინვებსგადაატარებს გომბორის ფერდებს.შესცივა გომბორს... მჭირდება ვინმე,გვერდით მჭირდება, რომ ლექსებს ვწერდე!რომ ღიმილებით ვხვდებოდე დილას,რომ ვპასუხობდე წერილებს დედის,რომ ჩემი მყუდრო და ვიწრო ბინადა ფორიაქა და ფართო მკერდივეღარ იტევდნენ ერთმანეთს. გარეთგამოვდიოდე. მათოვდეს მშვიდად.და შენი გულის ყინულის კარებსჩამდნარი კლიტე_რომ ერთად გვინდა_ამხელდეს სურვილს... ის "ვინმეც" შენ ხარ...თუმც, ზოგჯერ სიტყვებს ფასი აქვთ ჩალის:როცა ოცნების მხარმარცხნივ წევხარ,როცა ჭრიალებს ყინულის კარიც...