↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომის ნოსტალგია

ბერეთელი ნუკრი

2026-07-181 წთ საკითხავი5070 ნახვა

—
მერცხლები გაფრენილან რა ხანია,ხეები ფერ-უმარილს ბავშვებივითყველგან ითხიპნიან... ხარხარია.ოქტომბერს წუთები აქვს დარჩენილი.
ღრუბლები ფეხმძიმე ქალებია-დადიან, წვიმებს ძლივს იკავებენღიმილივით. რა ხმაა? ქარებია,თუ ხმელი ფოთლები კინკლაობენ.
მთვარე- გატეხილი ფანარი და(ლექსი მივუსიე დაგეშილი)მეზობლის კარღია მარანიდანსარ-სარ მოუყვება გალეშილი.
აქ არ მოიტეხოს კისერი და...ბავშვები კვახებით ჯილდაობენ.ქარების დოღია იმ სერიდან,აქ კაკლის ჩრდილები ჭიდაობენ.
ნელ ცეცხლზე თათარას ჩასთვლემია,ფშვინავს და დედის ხელს იგერიებს.რა ვოლტი?! სულ თაფლის სანთლებია,ჩუ! მამა კითხულობს "...ივერიელს".
სხვენზე ტაროების ხარხარია,მთვარე გაპარულა შერცხვენილი.მერცხლები გაფრენილან რა ხანია...დღეებიც გაფრენილან მერცხლებივით.
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი