↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი ქართველ ჰუსარებს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19202 ნახვა

—
„სონეტი, სონეტი ქართველ ჰუსარებს!“პაოლო იაშვილი
ჩხარი. ჩქაფანი. აქარება გულარდაშარი.ღია მზვარიდან აზავთული თვალი დურაჯის.თქვენთან ჯირითში გაიხარებს თეიმურაზი.და სააკაძე გაჟრიალებთ, როგორც ყაჟირი.
ამტვრიანებულ ყაბახების გელით ტაშირი.ჟანგიან თასებს ავარვარებს ვერცხლის მურაზი.გიცდით ქალები ხაბარდებში ჟღალი მურასით.გათრობთ შაბაში: ვინ იქნება მათი ვაზირი.
და სატევრები ქარქაშებში არ ინახება.ავჟანდის ჟღერით, რახტის ცემით ვით ყიფჩაღები.ხმლის მარაოთი ჩაუქროლებთ მთვლემარ ხალიფას.
აათამაშებთ სისხლიან სულს ნარინჯის მთებში.მთვრალი სალომე დაიჟინებს თქვენს თავებს თეფშით.როცა თვალები გაგეხსნებათ მთვარის ყალიბად!
1918
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი