პოეზია · ლირიკა
სონეტი როდენბახს
გიორგი ლეონიძე 1899–1966
შენ მოწამლული მირაჟების ჭვარტლი გედება.და გახურებულ ბურანებში სხვას ელოდები.უცნობ ქალების ჩვენებანი, მთვარის ლოთებიგახრჩობენ ხარბად ვით აბრების შავი გედები.
კატაფალკების გასაყოლად ხმა გემეტებაკუბოში ბეჭდებს დაიტირებენ წვიმის ნოტებით,ავადმყოფ სახლებს აპატიე ძველი ცოდვებიდა საფირონი დარდიანი ღერბად გენთება.
მკვდარ ქალაქებში დასდიოდი, როგორც ლაურადა კვირაობით ეს ქვეყანა გეუცნარა,როცა თეთრებში დადგებიან მრუში ზარები.
ქვაფენილიდან სითეთრენი გესევა პირველს,მზე ცოფიანი მოაქანებს აწეულ წირვებსდა ლეტარგიის ბარძიმიდან სვამ ზიარებას!
1918