↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სოლომონ ლეონიძეს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-132 წთ საკითხავი20038 ნახვა

—
ბრძენო, ენამზე, დიდო ქართველო,სამშობლოს აზრის გამომკვართველო!ახლაც თავს მადგა შენი აჩრდილი,თითქოს ხმალი გაქვს გულში გაჩრილი...მესმის ნაცრემლი შენი ძახილი ―ქართლის ცხოვრების ძველი საყვირი:― სამშობლოს ცრემლი ვინ დაიგუბოს,თუ მზერ გმირს, მოსილს შავის ტილოთი ―ძველ საქართველოს, ერეკლეს კუბოს,მცხეთის ტაძარში შენ დასტიროდი:სად დაჰხედ, მზეო, სად იძირები.რად შემოიხსენ, სამშობლოვ, ხმალი?ნუთუ გათავდა, გავიწირენით?...ყელიდან სიმწრის გდიოდა ალი.სად დაჰხედ, მზეო, მბრწყინაო მუდამ,ოქროს სარკმელი ვინ დაგიკეტა?გმირი სახეზე იხვევდა სუდარს,დასამიწებელ საფლავს იგებდა...ეს კუბო არის ქართლის დამტევიდა მასთან ქართლიც თუ დაიღუპოს,ამ ცხედრის კუბოს ფიცრად დამდევით,დადგით ჩემს გულზე ერეკლეს კუბო!ამიერიდან მოვკვდე ვისათვის,და ვიღას დროშას მე ვემსახურო?ვაჲ, იმედის დამარხვისათვის;ვაჲ, მომავალო, ვერ დანახულო!სამშობლოს ცრემლი ვინ დაიგუბოს,მზეც რომ ჩაუქრა და ასპიროზი?ქართლს დაღამებულს, გმირს ხელდაკრეფილს,თავზე ნაცარყრით შენ დასტიროდი...გეპასუხები ბრძენსა და პოეტსდიდი აწმყოდან შენსკენ მზირალი,ჩვენ წინაპართა ძეგლი ვიპოვეთ,აღსდგა სამშობლოს ლომი მყვირალი!მე ლეონიძე, ახალ ქართლს ვუმღერ,მივყივი ძღვათა სანაპირომდი,მე იქ ბრწყინვალე დიდებას ვუმზერ,სისხლის ცრემლებით სადაც სტიროდი!და თუ ლექსში სჩქეფს მარად მშვენებითსიცოცოლის-ძალთა ტკბილი ჟღერანი,მისთვის, რომ მიჰქრის შეუსვენებლივფაფარგაშლილი ქართლის მერანი.რომ სამშობლოს გულს შემოადუღაახალი ცეცხლი ქართლის გენიამ,მორჩა, რაც თქვენმა ცრემლმა დამდუღრადა, წინაპრებო, რაც თქვენ გტკენიათ.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი