↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სევერიანს

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4456 ნახვა

—
ვართ პოეტები ჩვენ უწინარესდა მასკარადში თავი გვეგონა.ვიცვამთ ყოველთვის ნიღაბს მცინარესდა პენსნედ აზის თვალს ირონია.
დავქრივარ ლუწად,მაგრამ კენტობახშირად გვამდიდრებს ჩვენ სმარაგდებით.ბევრს გვაპატიებს ჩვენ სტუდენტობა,ვით არლეკინებს თავის აგდებით.
ქვეყანა გვიჩანს როგორც სართველო,გული-გიდელი დაგვაქვს მგზნებარად.ო, ჩვენც გვიყვარდა სხვა საქართველო-ესპანიაში მოსაძებარად.
შორეულ ქალზე თითქოს ვნებული,ყველა უცნობებს ვსდევდით სალამით.და სახიფათოდ გაქანებული-სოფელს ვსტიროდით ეპიტალამით.
მოდიან ჩვენსკენ ჩონჩხები ძნებად,რომ შევუერთდეთ მგზავრებს მზიანში...ჩვენ ჯოჯოხეთშიც გადავალთ ძმებად-როგორც გადვედით პოეზიაში!

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი