↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სალარნაკო მელოდია

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4457 ნახვა

—
ქარვის ფოთლები გამხადრა ვნებით,ტირილით წყდება ხის კენწეროებს,ისრულად ცაში, გრძელ ქარავნებით,გაუკრავთ გეზი მზისკენ წეროებს.ჭკნება მტილნარი სემირამიდის,ჭლექდება ღამე მთვარის ფარილში.უცხო მგზავრებთან ჩემი რა მიდის...მე რა ვიპოვე მათ პურ-მარილში?რად მიყვარს ხოლმე ოქროს ფანდური,აზამთრულ მწუხრის ნისლურ ტევრებში?რად მეჩვენება მორფი ლანდური,ვით ორეული, მზის სატევრებში?!იცანი, სულო, ზამბახპირული,დაზედ უდესი დებში დობილი?.ვესტის სატევრით გულგანგმირულიმარჯნის კუბოში ხელდაჭდობილი!სტირს ჩემთან ტბაზე სირენა დებით,დნება სანთლებთან საკურთხევლები,ვენერაც სტირის სერენადებით,-ვეღარ შველიან მთვარეს მხევლები!აწ იანვარიც ნაძვის იმ ღერებსშემოსს თოვლისფერ ქაფით რებული,მზე კი, ამაოდ მაქსოვს სიმღერებს-თეთრი სხივებით გაფითრებული.
1918.

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი