პოეზია · ლირიკა
რემბოს სიკვდილი
ჩუმი ოთახი ფანჯრების რაზით,სანთლის ვარსკვლავით ნაცისკროვნები,პატარა არღნის ხრიალი ნაზიდა რიტურნელში ძველი ხსოვნები.რემბო, უფეხო და ნათრევალა,უცქერის გლობუსს დაკეცილ გზებით,მას მძიმე ტვირთი ქვეყნად ევალაუდაბნოებით და სასტიკ ზღვებით.მოხეტიალე ცისკრის მოლარე,ხან ჯარისკაცი გამოქცეული,რემბო! გაივსო ქისა დოლარითდა ცხელ აფრიკას გარბი წყეული.წმინდა ზანგები ვაჭარს ელიანყავით, პილპილით და სპილოს ძვლებით,აქ კი ევროპა საძულველიამოწყენილ რასსით და გრძელი წლებით.ყველა პოეტებს უცვალე ფერი,პარიზის ტახტტზე ახველ დროებით,რემბო! გვაბრმავებ ლექსებით, მერე-ბიოგრაფიით და ოქროებით.შენ, პოეზიის გამცემ იუდას-გძრახავენ და განსჯას თვით ქრისტე მართავს,მაგრამ მაგ სახელს გვირგვინს მიუტანს,რომ გეძახოდნენ შენ ''რემბო მართალს''!და ჯოჯოხეთის სეზონით მთვრალიშენი ხომალდით ფიქრით ნგრევაში-და საფრანგეთის დეკადანს მწყრალისაქართველოდან ელის რევანში.