↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოლ ვერნელს

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4456 ნახვა

—
შენმა გენიამ ცრემლით მოგემასისხლნაკლულევან პარიზის ვნება.შენი სამეფო იყო ბოჰემადა შენთვის ქრისტე ციხეში ჩნდება.
ო, შენი სული წმინდა, მონაზე,_დამძიმებული მრუში დღეებით...ანთებდი მესსას ნორჩ მადონნაზეცოდვებით,ღვინით დაკაფეებით!
იყავ მახინჯი და ღირსეულადლათინურ უბნის საკვირველება.აგაყოლებდა დემონს სნეულადმწვანე აბსენტით ტვინის სველება.
ერთ გაქანებით რემბოს შენებდი,მაგრამ დაქვრივდი წყევა_გინებით.და ნათრევალი მოისვენებდისაავადმყოფოს თეთრ ლოგინებით.
ვით homo duplex იყავ ორსული.იყო ვენერა, თხრობა, როზგები.ნელა ქრებოდა დღე ავხორცულიდა ხელს გიკრეფდა ხარბი როსკიპი!

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი