↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მკვლელობა სონეტში

კარმელი შალვა

2026-07-181 წთ საკითხავი4457 ნახვა

—
იქნებ მკვლელობა ამ ხანებში მოხდეს ფარული,არვის დაედოს ჩემს სიკვდილში მძიმე ბრალდება,ეს გათოვება მეტად უხვი იანვარული, _უკვე აშკარად დღეს ეტყობა თებერვალდება!
თოვლის ქანდაკი ჩემს ეზოში დავდგი მიონად,შევძელი კერპად შენი ტანის ნაკვთში დაყვანა.თითქოს გადვიქეც ჩვენებისთვის პიგმალიონად,სული, ღვთაებას ცივ თეთრებში, კვლავ გეთაყვანა.
ჯერ ჩემთვის ღამეს ასე ძილი არ გადუსხია. . .შენ მაყვედრიდი, გალატეა, შენს პიგმალიონს:,,ჩამაცვი კაბა. . . ო, რა მცივა. . . ო, რა სუსხია.სანამ გიცადო ქმარს უგულოს როგორც ალიონს!”
ვნახე მიონა გათენებას, ხეთა ფარცხებითსფინქსს ამსგავსებდა გადაყრილი ნამქერის ხვავი.და გადავწყვიტე, სანუგეშოდ ამ დამარცხებით,ერთ-ერთ სონეტში დაუნდობლად მოვიკლა თავი.

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი