↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთაწმინდას

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4462 ნახვა

—
მიყვარს, მიყვარს ბუნდოვანი მთაწმინდა, -რამაც ფიქრი არეული დაწმინდა.მიყვარს ამ მთის მყუდრო იდუმალობა,მწუხრის ჟამზე იქ მგოსნების გალობა!მიყვარს კალთა დაფნის გვირგვინოსანი, -სადაც ღამით რონინებდა მგოსანი,სადაც კვნესდა ,,ქართლის ბედზე,,ყრმა შვილი-საყვარელი ჩემი ბარათაშვილი!ეჰ, მთაწმინდავ, განწირულთა სადგურო,-ოდეს დღენი ქვეყნად გავინადგურო,ევედრები, კარმელს ნუღარ წამწყმიდავ, -შენს წიაღში ჩამიკონე მთაწმინდავ!...
1920

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი