პოეზია · ლირიკა
ახლა ერს უნდა ილია
ისეთი ცაა ჰანოვარს,გგონია, წვიმა წამოვა...ვთამადობ, შალვა წიკლაურსთვალებში ცეცხლი უნთია,სუფრასთან ემიგრანტობისმაძიებელთა გუნდია.ვერიკო მღერის, – ამ გოგოსო, რა სიმღერა სცოდნია,შემთვრალი მამაკაცებიცრემლისღვრით ერთურთს ჰკოცნიან.ისეთი ცაა ჰანოვარს,გგონია, წვიმა წამოვა...ზამთარში?! უკაცრავად ვარ,ზაფხულში მზე თუ ამოვა, –იტყვის შალიკო-ვალიკოდა საქართველოს დალოცავს.ეჰ, ბედის ბორბალს რა ვუყოთ,სად მიაბრძანებს სადაურს,აქ გულს ერთმანეთს გავუყოფთ,შინ ვეცილებით ხატს და პურს...ისეთი ცაა ჰანოვარს,გგონია, წვიმა წამოვა.თბილისში მზეა, ამინდი,როგორც ამბობენ, თბილია,...ამინდს გაუწყრეს გამჩენი,ახლა ერს უნდა ილია.