პოეზია · ლირიკა
ბორკილად მადევს ავტონომია
სამასი წელი მკლავდნენ მორკინალს _სულს მიმღვრევდნენ და ახლა მოვკივი!ბორკილად მადევს ავტონომია,დედათბილისო, ამხსენ ბორკილი!სამასი წელი მკლავდნენ მორკინალს,სულს მიმღვრევდნენ და ახლა მოვკივი!
მეც უნდა მეცხოს მცხეთის მირონი,მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი გარჩევა,მწარე წარსული სავსე გმირობითგიხმობდა დედას გადასარჩენად,მეც უნდა მეცხოს მცხეთის მირონი,მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი გარჩევა.
თუ შვილს ეძებდი მტერთან მორკინალს _მტერი ვძლიე და მწარედ მოვკივი,ბორკილად მადევს ავტონომია,დედაშვილობას, ამხსენ ბორკილი!