პოეზია · ლირიკა
სემირამიდის ბაღი
გადმოკიდულა ციდანსემირამიდის ბაღი,გულია ერთი ციდადა მთის ოდენა დაღი.
შენს ცრემლს ნუ ეტყვი ნურვის.არ ვკვნეს დაჭრილი გალლი.მე ვერ მომიკლავს წყურვილს-სამარიელი ქალი.
მივყვები ფრანსს და ფლობერს:ომებს,ტირილებს,კვდომასდა კართაგენი მოჰბერს-სხვა ტრფიალების ნდომას!
მივე სალამბოს ფიცი,თაისს-ლოცვები ლალის,მაგრამ შენ გქვია,ვიცი,ყველა სახელი ქალის.
ვარდებს აქ სხვები კრეფენ...ჩვენ კი ვართ მტრები თავის:მე - ბალთაზარი მეფე,შენ - დედოფალი სავის!