↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარულის სონეტს

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4464 ნახვა

—
ლამაზ ქალივით შემიყვარდა სონეტის ფორმა.მოშვილდულ რკალში ოქროთვალით მეტად კარგია.მეფურ ჯირითის ქამანდები ჩვენ ვიცით ორმადა მონადირეს ტყეში თავი არ დამკარგვია.
შერჩეულ სხეულს ეს ჯავშანი მწყობრად არგია.ქარვის მეფისქალს მაძმობილა ცრემლების თქორმა.მწველ სიმღერებში რაც პოეტურ სულის თარგია,-ყველას საცქერად აიტაცა ლაჟვარდში ქორმა.
ვფურცლავ რვეულებს, მტვრიან წიგნებს, ძველ ლექსიკონებს.ვდარაჯობ სიტყვებს: მეფე, მონა და მაძებარი.არის რითმები ქალწულივით: მკრთალი,მგზნებარი.
ხელის თარეში აჩუქურთმებს ხატულ სტრიქონებს.ვრცელ ხალიჩაზე ცისარტყელა, ქნარი, დაფინე,-დიანას ფეხთა საროკავად მე დავაფინე!
1920

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი