↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი გიორგი სააკაძეს

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4456 ნახვა

—
ივერთა მიწა მწარე სევდას დაუსეტყვიათ,ტანჯვის კოცონზე იფერფლება დამწვარი ბედი.კვნესის აჩრდილი ინდოეთის, მწველ არაბეთის,ბაღდათი, ავღან ყანდაარი სისხლს გააყვედრიან.
თავხედ მტრისათვის შებრალება არ გივედრია,გათრობდა ბოლი ჯებირებზე დამწვარ აბედის.გარბის ყორჩი-ბაშ, ფეიქარ-ხან- წყეულ გზა-ბედის.მაგრამ სიახლე გადატეხილ ხმალს არ ხვედრია.
ვერაგ შაჰ-აბასს დაუჩრდილე მზის მუზარადი,დიდებულ გურჯით სახელობდნენ სპარს-ოსმალები.დიდი გიორგის, მძლე გიორგის ქება მარადის!
საქართველოში მას შხამავდნენ ხარბი თვალები,ღალატით დევნილს ბრმა მახვილი გულზე დაესო...ერის სიმბოლოვ! ო, სარდალო უზენაესო!
1919

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი