↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი მუნარიბად სანთიობასთან

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4460 ნახვა

—
ო, რომ იცოდე, ქალბატონო,ეგ სილამაზე,რარიგ მაღელვებს დათალხული, ჟინამღვრეული,არ ისურვებდი წაგეკითხა ძველი რვეული,არ მამღერებდი თავიდანვე ნოტებს გამმაზე.
ღამის ოთახში მიმიწვევდი ფარულ დრამაზე,ძვირფას ალერსით ამანთებდი მკერდდარღვეული,ტანის ჰაშიში ფამათრობდა სუნდაფრქვეული,გრძნობა მომგვრიდა ავზორცო ბას უცნობ დამაზე.
შენ გინდა მარად ჩემ წინაშე იმსახიობო,ხან მომაჩვენო, ხან წამართვა ეგ ხვიშიადი,მე მხოლოდ შენთან მაახლოებს დღეს სანთიობო.
მესმის, გვეძახის პაემანზე სქელი წყვდიადი...ო, რა ჯანსაღად მოთენთილი, ვნებით ნალეში-დავიძინებდი საუკუნოდ სიმხურვალეში!
1919.

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი