↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ყოველივე იყო წინათ"

რეხვიაშვილი ნიკო

2025-07-121 წთ საკითხავი699 ნახვა

—
ყოველივე იყო წინათ,ფიქრს მსაჯული თუ ჰყავს,მე მიყვარდით, როგორც წვიმასგაზაფხული უყვარს...ნუღარ გამახენებ, ნუღარ –მწუხარებას ქნარის...ასე ღამეს მთვარე უყვარს,ბალახს ბროლის ცვარი.ვწევარ მწარე ფიქრის ჩრდილშიღამეების ლეწვით,ჩუმად ვტირი, ვით აპრილშიტირის ვაზის ლერწი.შენთვის, შენით იყო სავსესული მცნობი ყოვლის,ფიქრში თრთოდი, როგორც ქარზეთრთის ალუბლის თოვლი.სხვა დღეების ნისლი მოდის,სხვაგვარ როგორ მეთქვა,შენი გულით ვიცინოდი,შენი სული მედგა.ახლა გული ბაღს ჰგავს, უშენს –გაძარცვულს და მწუხარს,მე მიყვარდით, როგორც ნუშებსაპრილის ცა უყვარს!..

რეხვიაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი