პოეზია · ლირიკა
საინგილოდან
მიშველე, დედავ, ვერ ვიგუებ სხვის ადათს ძიძად,ტკბილ-მშობლიური შენი ნანა მოაკლდა სმენას,გულს მგლეჯენ, ქართულს მავიწყებენ ენას და რწმენას,მიშველე, დედავ, დაიხსენი ეს ცა და მიწა...მაგ მადლიანი ძუძუების რძითა და ხსენით –გაზრდილი, თუმცა აწ უმწეო, ვით აკვნის ბალღი,მიხსენი, ისევ გამძლე სისხლით ამივსე ძარღვი,ძუძუნათელო, მენატრება ალერსი შენი!