↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ია

რეხვიაშვილი ნიკო

2025-07-121 წთ საკითხავი709 ნახვა

—
ქართლის ველებზე მუქთად დაკრეფილს –თათრის ქალისგან ვყიდულობ იებს,იღიმებიან ცით წინაპრები,არ მაცილებენ დამცინავ იერს.გული შუაზე მაქვს გაგლეჯილი,გადმოდინდა და მკერდში ჩატბორდა,ხარობს ლურჯთვალა და ცას შესცინის,დაბრუნებული ნამდვილ პატრონთან.თითქოს მარწუხი მოუჭირა გულსტკივილმა და ყრუდ გული ცახცახებს, –როცა შენივე მიწის ჭირნახულსსხვა ცეცხლის ფასად შემოგასაღებს.როგორც სამყაროს თვალი თოვლიდან –გამოხელილი ლურჯსხივმზეობად,მკვიდრი ამ მიწის როდი მოვიდა –უცხოტომელთა ეგრძნო ტყვეობა.თვალებს ახელდა ვარდის ცისკარში,ქართულ ცისკარში, მიწავ გამზრდელო,და ლურჯ დედოფალს ცისფერ სიზმარშიესიზმრებოდა სხვა საქართველო...ვიყნოსავ, როგორც სურნელს ზღაპრების,სულთან რომ უფრო ახლოს ვიგულვო,გადამთიელის ხელით დაკრეფილს –სატრფოსთვის ქართულ იებს ვყიდულობ.ხორშაკ ქართაგან გამშრალ ყელიდანამოიბღავლებს ბოღმით წარსული...თითქოს დამეხსნა მტრების ხელიდანმოტაცებული ქართლის ასული!

რეხვიაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი