↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეპიტაფია

რეხვიაშვილი ნიკო

2025-07-121 წთ საკითხავი696 ნახვა

—
ჩემი საძმო და სადაო,აღარ სჩანს აღარსადაო,მივფარებულვარ, სოფელთანარ დამრჩენია სადაო!წამი რაა და რითია...რად დავთმე, რაც დამითმია;აწცა ზრახვანი ყოველთაზღაპარია და მითია.ფიქრი კეთილთა, ავსულთა,წავიდა, გადაწარსულდა,მომხდარა მოსახდენელი,თუმცა რაც მოხდა – არ მსურდა.უდარო, უამინდოო,საწუთრომ თუ არ მინდოო,აქ ვპოვე ჩემი სამკვიდრო,აქ უნდა გავირინდოო!ეს ზეცა, ეს მიწა მწამდა,ჟამი წამიერ წამწარდა,ვარსკვლავთა ჩუმი წამწამიმიიწვა და მიწამწამდა.აქ და იქ ცა – საძილეო,ძილი ძილს დაუწყვილეო,შენ დამიფარე, უფალო,გავმხდარვარ სადუმილეო...ჩემი საძმო და სადაო,აღარ სჩანს აღარსადაო,მივფარებულვარ, სოფელთანარ დამრჩენია სადაო!

რეხვიაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი