პოეზია · ლირიკა
დილა
დახშულია სულის თვალი,გადაეკრა ცხოვრების ლიბრიდა ვეღარ ხედავ.
სხვაგან ნუ ეძებ, რაც შენშია და ჯერ არ მოჩანს,იგი ჩუმად მწიფს და ერთხელაცამოიხედავს შენი თვალითდა აღივსები უცნობი სიტყვით....
შენც მძებნელი ხარ და ყველაფერშიიმას ეძებ, რაც ზოგჯერ ჩუმად გაკრთება გულშიდა ვერ პოულობს დასამალ სიტყვას,სადაც ჩვენ ვგრძნობთ მის არსებობას, მაგრამ ვერ ვხედავთ.
დასტურად მხოლოდ ეს სიცოცხლე -მის ძებნაში დასიზმარებული,ახალ თაობებს ჩვენი არყოფნის ალიბს უტოვებს...
სულ არაა დილა პირქუში,ის ნამდვილია, ვიდრე არის,ვიდრე სინათლის ფრთებს დაკეცავსდა თანდათან ჩამოღამდება...
..და ეს ცხოვრება თავის ბრიყვულ იერარქიით,დემაგოგიით, ლიზღობით და ცბიერ ლოგიკით,რასაც აშენებს დასანგრევად,რადგან სიცრუის მოქადაგე სიკვდილს ამრავლებს.
აჰა, აპრილიც მიიწურა და გაზაფხული..იმოსება ჭრელი ჭინჭებით..,ისე ხალისით, ისე გულწრფელად, როგორც პირველადდა მერამდენედ გვიდასტურებს რომ სიყვარულითჰაერიც კი დამტვერილია და ჩვენც ვივსებითსასურველი მკლავების ნატვრით,ჩემთვის რომ მხოლოდ მიწად იქცა და წარმოსახვადანუ იმად, დაბადებამდე რაც იყო და მე ვერ ვამჩნევდი.
ადამიანი მოკვდავია, უკვდავია ამაოება.
მწარეა ეს ხმა, ამ სიტყვამ რომ ამოიყოლა,ხორხს კი არ კაწრავს,შხამიანი ყვავილივით იშლება ჩემშიდა მჩუქნის მხოლოდ უმწეო ნატვრის სათამაშოებს,რითაც უკვე ვეღარ ვერთობიდა ვყრი ნაგავში დაუფიქრებლად,მაგრამ ზოგჯერ მეჩვენებაგადაყრილ ნატვრებს ჩემი თავიც გადავაყოლედა სხვა რაკურსით ვხედავ ყოფას მარაზმში ჩამხრჩვალს.
არც კი მახსოვს, ვინ მისახსოვრაის, რაც არ ვიცი და მხოლოდ ვგრძნობ,მაგრამ გრძნობა მხოლოდ არცოდნას თუ ინახავსდა სიყვარულზე მძაფრ მინიშნებას,მდინარის მკლავებს რომ შემოაჭდობს მარჩენალ მიწას,დაარწყულებს ყანების მწვანე უსასრულობასდა დუმილში მწიფს ნაცნობ სიტყვის უცნობი სიღრმე...
მე გამახილა მომავლმა და მაჩვენა,ხვედრი რომელიც ჩვენ წილად გვხდა, -რომ ამ ჭაობს,ასე ხალისით რომ დაამყაყეს და განადიდეს,გავაგონო ჩემი გოდება:ჩვენ ვკლავთ ერთმანეთს და საფლავს ვუთხრით,მერე დავტირით და ვიხსენებთ,ვწნავთ ცრუ სიტყვების გვირგვინებს დაერთმანეთს ვამკობთ შიზოიდურ პანეგირიკითდა ჩვენს დაკარგულ საფლავებს ვეძებთ _“ვერ ვნახე დაკარ-გულიყოოო”...
სინამდვილესა და ხსოვნას შორის
მომწყურდა სუნთქვა კამერულ ლექსისდა წყურვილს გაბმულ ნატვრას ვაბრალებ,ვზი, მწარედ ჩავლილ დღეების ლექშიდა ვახელ თვალებს _ დარდის ნაპრალებს...
შენი სხეული სავსე სიახლით,სურნელს აფრქვევს და სურვილს ამძაფრებსდა ვიდრე მოველ, თვითონ მეახლედა წუთის სიღრმე კოცნით ამწაპნე.
იყო უცნობი და თან ნაცნობიშეუცნობლობის ხმობა სიღრმიდანდა შამპანურის სველი საცობიდა თვალი _ თვალში თვალს რომ მიყრიდა...
ის აქვე იდგა, მისი აჩრდილიოთახს ტოვებდადა სინამდვილესდა ხსოვნას შორის ვიყავ გაჩრილიდა გულში, შენ რომ მოინადირე.