პოეზია · ლირიკა
დეკემბრის ეპისტოლე
ისევ შენი სიჩუმეა,რომ მეხვევა და გულში მიკრავს.თვალი გზად მექცა,გზა დუმილად,დუმილი ფიქრად...
წამომეწია მომავალიდა მე რა ვიცი,წყვდიადის სხივიგულის ყუნწში როდის გაივლის...
შენ თვალი ისე გამომაყოლე,დამიგულე და სიყვარული გამომაყოლე,ამ სიშორეზე მზერით მომწვდი,თვალი ისე გამომაყოლე...
სიტყვა გულივით მეკუმშება,ხან მეკვეცება,ვრჩები ღამეში გახვეული _ბერად შემდგარი თუ აღკვეცილი...
ჩემში ვინახავ შენს ყოველ ნამცეცსდა სიმარტოვე აღარაა ისე გულცივი,შენ უმიზეზო სიტყვებში ჩნდებიდა ისინჯები ჩემში პულსივით.