პოეზია · ლირიკა
უტრუხუნე
გიორგი ლეონიძე 1899–1966
(პოემის შესავლიდან: საზანდრისათვის)
მასპინძელი:
- კარს საზანდარი მოგვადგარა გავიტანოთ, რა გვაქო,- დაუსხით რქაწითელისა,ხოხობი ჩავატაბაკოთ...
- ყელი თუ ჩამაჭრებიადა ხილი მოაპრიანა,- ხონჩა ვარსკვლავით გაუვსეთ,დანაც მიართვით პრიალა!
საზანდარი:
- „მიწურვილ იყო ზაფხულიქვეყნად ამოსვლა მწვანისა,ვარდის ფურცლობის ნიშანიდრო მათის პაემანისა“!..
სიტყვავ დაისხი ზურმუხტი;პირველი ნამეხარია!ადაწვენილი ვაზივითგავშლილვარ, გამიხარია!
საკახეთურო ღრუბლებო,სამგორს ადუღეთ ვარდები!მთვარევ, იორში დაწექი;კალმახებს შეუყვარდები!
შენი ჭირიმე გამზრდელო,- წნორით დაწნული აკვანო.- შენ, ბიჭო უტრუხუნეო,ლექსები გამოვაქანოთ!1927